„გრემი - 2010“ - ბიონსე რეკორდებს ხსნის
31 იანვარს, ლოს-ანჯელესში გამართულმა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის დაჯილდოების ცერემონილმა „გრემი - 2010“, მომღერალიბიონსე „სამეფო გედად“, ლედი გაგა კი, „საზიზღარ იხვად“ აქცია... ცერემონიალის მთავარი ტრიუმფატორები ქალები იყვნენ, თუმცა, მათი უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შტატების მსმენელს უბროლოდ არ აინტერესებს...
ის, რომ „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალი ქალების ნიშნით წარიმართებოდა, ცნობილი ჯერ კიდევ ნომინირების დროს გახდა. უდავო ფავორიტები იყვნენ R&B-მომღერალი ბიონსე და ქანთრი-მომღერალი ტეილორ სვიფტი: თითოეული რვა და ათი ნომინაციით. მათ კვალდაკვალ ჰიპ-ჰოპ კოლექტივის „Black Eyed Peas“ ვოკალისტი ფერჯი და გასული წლის პოპ-სენსაცია - ლედი გაგა მოჰყვებოდათ. ოთხივე დაჯილდოების მთავარი ნომინაციების გამარჯვებულები გახდნენ.
ოქროს გრამაფონისთვის ბრძოლას ინტრიგებისა და რეკორდებისგარეშე არ ჩაუვლია... ყველაზე შთამბეჭდავი რეკორდი ბიონსეს ეკუთვნის - ექვსი ჯილდო. ფირფიტა „I am... Sasha Fierce“ საუკეთესო თანამედროვე R&B-ალბომად დასახელდა. სიმღერები „Halo“ და „At Last“ კი - „ქალის საუკეთესო პოპ-შესრულებად“ და „ საუკეთესო ტრადიციულ R&B-შესრულებად“ დაასახელეს. კომპოზიციამ „Single Ladies (Put A Ring On It)“ , „R&B-სტილის საუკეთესო სიმღერად“ და „წლის სიმღერად“ დასახელდა. Jay-Z–ს მეუღლე და ჯგუფ „Destiny's Child“–ის ყოფილი წევრი „გრემის“ დაჯილდოების ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელმაც ერთდროულად ექვსი ჯილდო მიიღო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალბატონებს ხუთი გრამაფონი აუღიათ - ალიშა კეისი, ნორა ჯონსი, ლორინ ჰილი, ემი უაინჰაუსი, ელისონ კრაუსი... და ბიონსეც ფირფიტით "Dangerously in Love“ (2004)...
დაჯილდოების ცერემონიალზე აგრეთვე საუკეთესო მიღწევა აჩვენა ტეილორ სვიფტმა, რომელსაც დეკემბერში მხოლოდ 20 წელი უსრულდება (ოთხი ოქროს გრამაფონი რვა შესაძლებელიდან). მისი თრექი „White Horse“ „ქანთრის სტილში საუკეთესო სიმღერად“. დასახელდა. ფირფიტა „Fearless“ კი, „საუკეთესო ქანთრი-ალბომად“ და წლის ალბომად“ აღიარეს.
მთავარ ნომინაციაში „წლის ჩანაწერი“ - აკადემიკოსებმა ცეცხლზე ნავთი დაასხეს და ყველაზე მოულოდნელი ნომინანტები - ინდი-როკერები ნეშვილიდან „Kings of Leon“ დაასახელეს თრექით „Use Somebody“. ამ კომპოზიციამ აგრეთვე გაიმარჯვა ნომინაციებში „საუკეთესო ჯგუფური როკ-შესრულება“ და „როკის ისტორიაში საუკეთესო სიმღერა“.
2009 წლის კომერციულად ყველაზე წარმატებულმა ჯგუფმა „Black Eyed Peas“ სამი გრამაფონი მოიპოვა. კოლექტივის ვიდეორგოლი „Boom Boom Pow“ „საუკეთესო ვიდეოდ; ფირფიტა „The E.N.D“ „საუკეთესო პოპ-ალბომად“ დასახელდა.
ამერიკელმა სტეფანი ჯერმანოტიმ ანუ - ლედი გაგამ ხუთი ნომინაციიდან ორში გაიმარჯვა და მომღერლის თრექმა „Poker Face“ „საუკეთესო საცეკვაო კომპოზიციის“ და ფირფიტამ „The Fame“ „საუკეთესო ელექტრონული ალბომის“ წოდება მიიღო... ეს არც ისე კარგი შედეგია მომღერლისთვის, რომელიც ფაქტიურად 2009 წლის ფავორიტი იყო...
ნომინაციის „საუკეთესო ჰარდ-როკული გამოსვლა“ მფლობელი ჯგუფის „AC/DC“ „War Machine“ გახდა, „საკოლექციო გამოცემის საუკეთესო გაფორმების“ ნომინანტი კი – ნილ იანგის „Archives Vol. I (1963-1972)“.
ფრანგული ინდი-ჯგუფი „Phoenix“ ნომინაციის „საუკეთესო ალტერნატიული ალბომის“ გამარჯვებული გახდა ფირფიტით „Wolfgang Amadeus Phoenix“. კალიფორნიიდან კოლექტივის „Green Day“ ფირფიტა „21st Century Breakdown“ „საუკეთესო როკ-ალბომად დასახელდა.
ცერემონიალის უკანასკნელი აკორდი კი მაიკლ ჯექსონისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდო გახდა - ხმისჩამწერ ინდუსტრიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის... რასაც გარდაცვლილი მომღერლის ვიდეორგოლის „Earth Song“ 3D-ტრანსლაცია მოჰყვა...

Комментариев нет:
Отправить комментарий