суббота, 19 января 2013 г.

 ბიონსეს შვილის პირველი      ფოტოები

მომღერალმა ბიონსემ და რეპერმა ჯეიზიმ ერთი თვის ქალიშვილის, ბლუ აივი კარტერის პირველი ფოტოები გაავრცელეს.

ფოტოები პირველად tumblr blog-ზე გამოჩნდა. მას თაყვანისმცემლებისთვის განკუთვნილი წერილიც ახლდა თან: "გვინდა ჩვენი სიხარული გაგიზიაროთ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ პატივი ეცით ჩვენს პირად ცხოვრებას. კარტერების ოჯახი". 

ფოტოები ოჯახურ გარემოში, საკმაოდ ახლოდანაა გადაღებული. ისინი ძალიან ემოციურია და თავისუფლად შეიძლება ბავშვის თვალის ფერის გარჩევა. გოგონას ყავისფერი თვალები აქვს. 

ახლახან ცნობილმა წყვილმა შვილის სახელიც დააპატენტა. ახლა სახელს - ბლუ აივი კარტერი - კომერციული მიზნისთვის, გარდა მისი მშობლებისა, ვერავინ გამოიყენებს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura/48024-bionses-shvilis-pirveli-fotoebi.html#ixzz2IPfxC6NC

და ის ბიონსეს საკუთრებაში არსებულ BGK სავაჭრო ნიშნების ჰოლდინგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ბავშვის სახელის გამოყენება კომერციული მიზნით უკვე რამდენჯერმე სცადეს. მაგალითად, დიზაინერი ჯოზეფ მბეჰმი Blue Ivy Carter NYC-ის სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციას აპირებდა. ამ სახელის გამოყენებას კომპანია CBH-ც ცდილობდა.

ბლუ აივი კარტერი 2012 წლის 7 იანვარს, ნიუ-იორკში დაიბადა. 


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura/48024-bionses-shvilis-pirveli-fotoebi.html#ixzz2IPgRcod2

Комментариев нет:

Отправить комментарий